logo_geo
eng_logo
რა პოსტს დაიკავებს თამარ სანიკიძე?
- +

7 ივლისი. 2016. 21:34


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, შესაძლოა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნოს.


განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ის თამარ სანიკიძის სისტემაში დატოვებას ცდილობს. საბოლოო გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი.


რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური, სადაც თამარისნაირი წონა და გამოცდილება მნიშვნელოვანია. რამდენიმე საკითხის განხილვა მქონდა თამართან. მათ შორის იყო საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა. როცა გეუბნებით, რომ ფულის საკითხი მიჭირს, მანდ რომ მყავდეს ვინმე ძალიან მაგარი, ავშენდები, რადგან დავკონცენტრირდები სხვა საკითხებზე. მეორე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია. ამ ორ პოზიციას ვიხილავდით ქალბატონ თამართან ერთად. იმედი მაქვს, ერთ კვირაში გადავწყვეტთ, რა ვქნათ ან აქეთ ან იქით", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner