ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსი 376 569 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 9 664 ადამიანი გარდაიცვალა.
ამავე ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 105 805 951 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 312 278 ადამიანი გარდაცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.