„ოპოზიციას დამშვიდების საშუალებას არანაირად არ აძლევს ოპოზიციასთან შეხვედრაზე ჯონ ქერის მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ისეთ სტანდარტულ ფორმულირებებს მოელოდნენ, რაც მათთვის იქნებოდა მისაღები.
„ნაციონალურ მოძრაობას" კი სურს, დემოკრატიულმა ქვეყნებმა საქართველოს მუდმივად შენიშვნები მისცენ, მაგრამ ეს დრო აღარ არსებობს და არც მობრუნდება", - განაცხადა ვოლსკიმ.