logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლკსი: აშშ-სთვის საქართველოს სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია
- +

7 ივლისი. 2016. 23:37


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯონ კერის ვიზიტის დროს ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს  მოეწერა.


ჯონ ქერის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს. საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და ის დაფიქსირდა, როგორც ერთადერთი ალტერნატივა იმ დერეფნისა, რომელიც შუა აზიის რეგიონიდან დასავლეთის მიმართულებით რესურსებს გადააადგილებს. ამაში დაინტერესებულია მთელი მსოფლიო და აქედან გამომდინარე, აშშ-სთვის საქართველოს სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. სტაბილურობა კი, ეკონომიკის, სოციალური პრობლემების მოგვარების, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ძლიერი საგანმანათლებლო სისტემის გარეშე არ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner