„დღეს ბიზნესი ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფალია. ეს ჩემი განცხადება არაა, ეს ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაა", - ამის შესახებ ipress.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, სახელმწიფო დღეს ბიზნესს არ ატერორებს.
„ამ ქვეყანაში ხომ ცხოვრობდით? რამდენი ბიზნესმენი ჰყავდათ დაპატიმრებული?! ახლა უცებ ანზორ ქოქოლაძე გამახსენდა. დამისახელეთ ერთი შემთხვევა, სადაც ბიზნესმენები ისაუბრებენ, რომ ბიზნესზე რაიმე ტიპის ზეწოლა ან ტერორი ხორციელდება. თუ ვინმე გადასახადს მალავს ბუნებრივია მათ პასუხი მოეთხოვებათ და ძალიან მკაცრადაც უნდა მოეთხოვოთ პასუხი", - აცხადებს კობახიძე.