„არ შეიძლება, პარლამენტი დაბალი რეიტინგის მქონე პარტიების თავშესაფრად იქცეს", - აღნიშნული განცხადება გიორგი ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში გააკეთა.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს წინადადება, რომ იმ პარტიებს, რომლებმაც წინა არჩევნებზე 3% მიიღეს, გარკვეული შეღავათები მიეცეს, უბნებზე დამკვირვებლები ჰყავდეთ და მათი უფასო სარეკლამო დროც მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
„არ შეიძლება, პარლამენტი დაბალი რეიტინგის მქონე პარტიების თავშესაფრად იქცეს. მათ უნდათ, ბარიერიც შემცირდეს, რაც შეუძლებელია, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებას ითვალისწინებს. მათ სურთ, კვალიფიციური სუბიექტი გახდეს პარტია, რომელსაც 2% ექნება. საზოგადოების ინტერესში არ არის, 1 და 2-კაციანი პარტიები გაერთიანების შემთხვევაშიც კი, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩადგნენ", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, განსაკუთრებული კამათი უფასო საეთერო დროის საკითხმა გამოიწვია.
„არასაპარლამენტო ოპოზიციას სამართლიანად მიაჩნია ის, რომ კოალიციის ყოფილმა წევრებმა საეთერო დრო ერთმანეთში გავიყოთ. ვფიქრობ, ეს სამართლიანი არ არის. 2012 წელს პარლამენტში მიღებული 56% კოალიციის ყველა წევრის დამსახურებაა და არ შეიძლება, წინასწარ ვინმეს დავუთვალოთ, ამ 56%-ში ვისი რამდენი წილია. აქედან გამომდინარე, ეს 56% სამართლიანად რომ გადაანაწილო, საეთერო დრო ყველას ეკუთვნის", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
წყარო: 2030news
როგორც მან ღნიშნა, თუ პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტო დაადო, სათუოა, პარლამენტმა ეს ვეტო დაძლიოს.
"პრეზიდენტის მხრიდან ვეტო-ს დადებას ნაკლებად მოველი, მაგრამ თუ პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო, ეს პარლამენტის შეკრების აუცილებლობას დააყენებს და სათუოა, პარლამენტმა ის დაძლიოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.