logo_geo
eng_logo
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს
- +

9 თებერვალი. 2021. 18:38

 

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის კაცს ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner