logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: თუკი საარჩევნო რეფორმაზე ვთანხმდებით, მისი მონაწილე უნდა იყოს ყველა - შესაბამისად, ყველა უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში
- +

9 თებერვალი. 2021. 18:46

 

„თუკი საარჩევნო რეფორმაზე ვთანხმდებით, მისი მონაწილე უნდა იყოს ყველა. შესაბამისად, ყველა უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და შედეგად, ყველა ისარგებლებს იმ სიკეთით, რაც, შეიძლება, ამ რეფორმამ მოიტანოს“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„თუ ამ პროცესს ვინმე გამოაკლდება, შედეგის მონაწილეც ვერ იქნება. საარჩევნო კომისიებში პარტიების წარმომადგენლობაზე უფრო მნიშვნელოვანი, მით უფრო, რომ მათ მხოლოდ სათათბირო ხმა ექნებათ, არამედ ის, რომ მოხდება საარჩევნო კომისიის სრულად პროფესიული ნიშნით დაკონპლექტება. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა სრულად მოხსნა კითხვის ნიშანი იმის შესახებ, რამდენად შეიძლება, პარტიულ ნიშანზე იყოს დაფუძნებული საარჩევნო კომისიები. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციას 11 500 წევრი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ოქმებს მოაწერეს ხელი, ისინი მაინც სკეპტიციზმით უყურებენ არჩევნების შედეგებს. როგორც ჩანს, მათ წარმომადგენლობას ნდობის კუთხით, მათთვის არანაირი შედეგი არ მოაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მმართველი გუნდი და ოპოზიცია განიხილავს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ყველა იმ პარტიას, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატით, წარმომადგენელი ჰყავდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

 

https://imedinews.ge/ge/politika/185765/shalva-papuashvili-tuki-saarchevno-repormaze-vtankhmdebit-misi-monatsile-unda-ikos-kvela--shesabamisad-kvela-unda-ikos-tsarmodgenili-parlamentshi

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner