საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის განცხადებით, ექსპერტების მონაცემები ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყებაზე მიუთითებს.
მინისტრის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ყველა სწრაფი ზრდა ატიკის რეგიონში ფიქსირდება, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის დედაქალაქი ათენიც შედის.
გასულ 24 საათში კორონავირუსი საბერძნეთში 638 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 25-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 164 575 ადამიანს დაუდასტურდა, დაავადებას 5997 ადამიანი ემსხვერპლა.