არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე პირველი მისია წარმატებით განახორციელა. BBC-ის ინფორმაციით, ზონდი სახელწოდებით Hope წითელი პლანეტის ორბიტაზე გავიდა.
საამიროების მეცნიერები პლანეტის ატმოსფეროს შესწავლას დაიწყებენ.
აქამდე მარსის ორბიტაზე მხოლოდ აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ევროპისა და ინდოეთის აპარატები იმყოფებოდნენ. ხვალ პლანეტის ორბიტაზე ჩინური ზონდიც გავა.