logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ევროკავშირი ანგარიშში ხაზს უსვამს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში
- +

9 თებერვალი. 2021. 21:57

 

„ევროკომისიის ანგარიშში კიდევ ერთხელ უარყოფითადაა შეფასებული, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული უსაფრთხოებსა და ჰუმნიტარული გარემო. მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხები“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, დოკუმენტში ცალსახადაა აღნიშნული, რომ „კოვიდ 19“-ის პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევს არჩეულ ევროპულ გზას და წარმატებით აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას.

 

„კიდევ ერთხელ უარყოფითადაა შეფასებული, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული უსაფრთხოებსა და ჰუმნიტარული გარემო. მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner