logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საგამოძიებო კომისია იმუშავებს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოებას ვაჩვენებთ ყველაფერს, რაზეც კითხვებს სვამდა ოპოზიცია
- +

9 თებერვალი. 2021. 23:39

 

როგორ იმუშავებს საგამოძიებო კომისია ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში - საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ,  არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტში ორი ოპოზიციური პარტია უკვე არის და ბოიკოტი ნაწილობრივია. 

 

"ბოიკოტი არის უკვე ნაწილობრივი და ორი ოპოზიციური პარტია უკვე პარლამენტშია. ამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ გამჭვირვალობას და საზოგადოებას ვაჩვენებთ ყველაფერს, რაზეც კითხვებს სვამდა ოპოზიცია. თუ ისინი არ იქნებიან იმ დროს დარბაზში, ეს იქნება მხოლოდ მათი დანაკარგი,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner