logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა
- +

10 თებერვალი. 2021. 00:02

 

"ვინმეს პატიმრობა თუ, გათავისუფლება, ეს არ არის პოლიტიკურ განზომილებაში მისაღები გადაწყვეტილებები, ეს არის მართლმსაჯულების საქმე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„რაც შეეხება კონკრეტულად მელიას შემთხვევას, გვახსოვს ისეთი განცხადებები ადრეც, რასაც ახლა აკეთებს ნიკა მელია, მისი მეგობრების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ პრეზიდენტს არ ვაღიარებთ და საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი, მერე მათი წერილებიც გვახსოვს, პრეზიდენტს რომ მიმართეს შეწყალების მოთხოვნით.

 

საქართველოს პარლამენტმა ამაზე ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ნიკა მელიას გაუუქმა მანდატი. როდესაც ასეთი დასაბუთებული მომართვა არსებობს, პარლამენტი, დიდი ალბათობით, იღებს შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, თუ ნიკა მელიას აქვს იმედი, რომ ამჯერად, გამოვა ქუჩაში, გააკეთებს განცხადებებს, რომ სახელმწიფო არ არსებობს, კანონს პატივს არ ვცემ, ვერავინ გამასამართლებს, გირაოს არ გადავიხდი და, ამ დროს, მის გვერდით მისი თანამოქალაქეები, რომლებიც არღვევენ კანონს, იხდიან გირაოსაც და იღებენ მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, თუ ნიკა მელია აცხადებს, რომ ის არის მოქალაქეებზე უფრო მაღალი მოქალაქე, მე გარწმუნებთ, რომ კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და კანონმდებლობა ზუსტად ისე მოექცევა მას, როგორც მოექცეოდა სხვა მოქალაქეებს“, - თქვა თალაკვაძემ.

 

მისი განაცხადებით, მელია თავად იღებს გადაწყვეტილებას, აირჩევს თუ არა პატიმრობას მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახედ.

 

 

„პატიმრობის საკითხი მთლიანად არის დამოკიდებული თვითონ ნიკა მელიას გადაწყვეტილებაზე. სახელმწიფოს მხრიდან მას აქვს გირაოს პირობა დაყენებული. თუ ის გირაოს გადაიხდის, მას არავითარი პატიმრობა, ამის გამო, არ ემუქრება.

თუ ის არ გადაიხდის გირაოს, ეს იქნება მისი გადაწყვეტილება, რომ მან აირჩია პატიმრობა. როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის, რადგან ეს არის უკანონო მართლმსაჯულება, ამ უსამართლობას ვერ უძლებს და გირაოს გადახდის მორალური უფლება არ აქვს, მე გეტყვით, რომ მაშინ, როდესაც ის იყო ხელისუფლებაში, ჯარიმებით და გირაოებით სახელმწიფომ მოქალაქეებიდან ამოიღო 64 მილიონი წელიწადში.

 

როდესაც კანონს არღვევ, კანონი არ გეკითხება, პარტიის ლიდერი ხარ თუ კოოპერატივის ფერმერი. იქ წერია, რომ კანონს თუ არღვევ, დგება ეს მოცემულობა და ეს მოცემულობა დადგა," -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner