აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 89 სენატორმა დაჯუჭირა, ხოლო 11 - წინააღმდეგ წავიდა.
ახლა სენატორები იმის განხილვას დაიწყებენ, თუ რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი. აღნიშნული განხილვა 4 საათს გასტანს, რის შემდეგაც სენატში კენჭისყრა გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა სენატს უფლება, განიხილოს იმ პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდება, რომელმაც თანამდებობა უკვე დატოვა.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.