„თუ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე იტყვიან უარს, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტსა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართვაზე საუბრისას, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ გამჭვირვალობას და საზოგადოებას ვაჩვენებთ ყველაფერს, რაზეც კითხვებს სვამდა ოპოზიცია. თუ ისინი არ იქნებიან იმ დროს დარბაზში, ეს იქნება მხოლოდ მათი დანაკარგი,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.