logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ათეულობით მოქალაქის გათავისუფლება შევძელით და შევძლებთ
- +

10 თებერვალი. 2021. 00:52

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს 6 მოქალაქის უკანონო პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმდჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„სიმართლე არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადადგა ყველა ნაბიჯი მათი გათავისუფლებისთვის.

გამოყენებული იყო როგორც მოლაპარაკების საერთაშორისო ფორმატი, ცხელი ხაზი ევროკავშირთან, ყველა არის ჩართული.

რაც შეეხება შედეგს, დავინახეთ ჩვენ, რომ ერთ მხარეს არიან ადამიანები ვინც სპეკულირებენ ამ საკითხებით და ხმამაღლა ყვირიან საქართველოს საწინააღმდეგოდ, ცდილობენ რომ მოიხვეჭონ გარკვეული პოლიტიკური ქულები, რაც მოკლევადიანია.

საბოლოო ჯამში საქმეს ვინ აკეთებს და ვინ იცავს თავის მოქალაქეებს ეს გამოჩნდა ბევრჯერ აქამდე და საქართველოს ხელისუფლებამ ურთულეს შემთხვევებში შეძლო მოქალაქეების გათავისუფლება საერთაშორისო ზეწოლით.

ეს ერთი და მეორე, სწორედ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ევროსასამართლოში ჩვენ სიმართლე კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. გაცილებით მეტი მოქალაქის სია გვაქვს, ვინც იყო დაკავებული, ათეულობით მოქალაქის გათავისუფლება შევძელით და შევძლებთ.

შეკითხვას, როდის იქნებიან გათავისუფლებული პასუხობს არ საქართველო, არამედ რუსეთის ხელისუფლება და დე ფაქტო ხელისუფლება, თბილისში და ჩვენი მეგობრების მხრიდან არის მაქსიმალური ჩართულობა, ზეწოლა და იმედი გვაქვს, რომ მათ გათავისუფლებას შევძლებთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner