„ვარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით", -ამის შესახებ ვარშავაში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა განუცხადა.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, განსაკუთრებული მოლოდინია შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ჩართვის შესახებ კომუნკეში ჩანაწერთან დაკავშირებით.
„ცხადია, ველოდებით კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების ამაღლებას. განსაკუთრებით ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერს კომუნიკეში. აუცილებლად ველოდებით nato-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას",-აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.
NATO -ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება. საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.