logo_geo
eng_logo
ირინე იმერლიშვილი: ვარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით
- +

8 ივლისი. 2016. 01:44


ვარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით", -ამის შესახებ ვარშავაში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა განუცხადა.


როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა,  განსაკუთრებული მოლოდინია შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ჩართვის შესახებ კომუნკეში ჩანაწერთან დაკავშირებით.


ცხადია, ველოდებით კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების ამაღლებას.  განსაკუთრებით ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებიჩანაწერს კომუნიკეში. აუცილებლად ველოდებით nato-მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას",-აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.


NATO -ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება. საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner