logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ოპოზიციის ინტერესებშია, საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა, სააკაშვილისა და ბოკერიას მძევლობიდან გათავისუფლდეს
- +

10 თებერვალი. 2021. 01:30

 

„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა და რომ ვისმენ, გაოგნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა რომ წასვლის შესახებ მანამდე არ თქვა, ამით გაქვთ ხმები აღებული და არალეგიტიმური ხართო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, რა უნდა დაუპირისპირო ამ თემას. ასეთი არგუმენტებით თუ ხართ შეიარაღებული, რომ ივანიშვილმა თავის დროზე არ თქვა, წასვლას რომ აპირებდა და ამიტომ ამბობთ, არჩევნები გაყალბდა, რადგან ივანიშვილმა თავის დროზე არ თქვა, წასვლას რომ აპირებდაო, არ ვიცი, რა ვთქვა. ეს თქვენი არჩევანია“, – განაცხადა ზარქუამ, რითაც უპასუხა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა ობოლაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ შედეგში ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძალიან დიდი იყო და არ შეიძლება, ლეგიტიმური იყოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილი გამოეცალა.

 

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, არჩევნები არ გაყალბებულა, რაც არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ საერთაშორისო და მათ შორის, ოპოზიციის 11 000 დამკვირვებლის პოზიცია, რომლებმაც ეს პოზიცია ოქმებზე ხელის მოწერით დაადასტურეს.

 

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, არჩევნების გაყალბების შესახებ არგუმენტები საგამოძიებო კომისიაში წარმოადგინოს, მაგრამ ამაზე უარს ამბობს, რადგან ოპონენტებს არგუმენტები არ გააჩნიათ.

 

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ ინტერესებშია, მობრძანდეთ და საგამოძიებო კომისიაში მიიღოთ მონაწილეობა. უბრალოდ, საჭიროა, სააკაშვილის და ბოკერიას მძევლობიდან გათავისუფლდეთ. ამ პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი, გამოსცა ამნისტია, შეიწყალა მთელი რიგი პატიმრები და ეს პარლამენტი არის უფლებამოსილი. ეს პარლამენტი აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენ სხვადასხვა ფორმატში ვართ ბრიუსელში, ჰააგაში და ა.შ.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner