უნდა დაეჭირათ თუ არა მხარი სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებს გიგი წერეთლისთვის, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა? - „რეზონანსის" ამ კითხვას უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პასუხობს:
„მხარი როგორ უნდა დაეჭირათ ადამიანისთვის, რომელიც ოფიციალურად მწამებლებისა და დესპოტების პარტიის წარმომადგენელია?! ახლა სულხან მოლაშვილი დავკრძალეთ. როგორ შეიძლება, თუნდაც ასეთი ერთი ფაქტიც რომ იყოს ქვეყანაში მომხდარი, ასეთი პარტიის წარმომადგენელი ეუთო-ში საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტად აირჩეს?! მხარი კი არ უნდა დაეჭირათ, არამედ ძალიან მკაფიოდ უნდა ეთქვათ, რომ საერთოდ ამ კანდიდატურის წარდგენა პირდაპირ ქართველი ხალხის ღირსების შელახვაა. პარტიას, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა არჩევნებზე, მის პირველ პირებზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და მეორე ნახევარი ციხეში ზის, როგორ შეიძლება ასეთი პარტიის წარმომადგენელი ამხელა თანამდებობაზე დანიშნო", - აცხადებს კაკაბაძე.