logo_geo
eng_logo
ჯანმო: გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 17 პროცენტით შემცირდა
- +

10 თებერვალი. 2021. 10:41

 

 

„გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 17%-ით შემცირდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

 

ჯანმო-ს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ოქტომბრის ბოლო კვირის შემდეგ უმცირესი მაჩვენებელია.

 

გასული კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი, 871 365 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, რაც ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით 19%-ით ნაკლებია.

 

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე იყო ბრაზილია, მესამეზე - საფრანგეთი, მეოთხეზე - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner