logo_geo
eng_logo
საფრანგეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 1 ივნისამდე გაახანგრძლივა
- +

10 თებერვალი. 2021. 11:01

 

 

ფრანგმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის 1 ივნისამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

 

CNN-ის ინფორმაციით, კანონი საშუალებას აძლევს მთავრობას, კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების მიზნით შეზღუდვები, მათ შორის „ლოქდაუნი“, ქვეყნის მასშტაბით აამოქმედოს.

 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 16 თებერვალს იწურებოდა.

 

საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 870 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 724 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, 3 360 235 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 80 000-ზე მეტი ინფიცირებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner