გაძლიერდება თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პოტენციალი ვარშავის სამიტის შემდეგ? - „რეზონანსის" ამ კითხვას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პასუხობს.
მისი თქმით, მთავარი და ყველაზე მნიშვმელოვანია ისაა, რომ ყოველი მსგავსი სამიტის შემდეგ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება ხდებოდეს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საქართველო არის თუ არა ალიანსის წევრი, ჩვენგან ორგანული და განვითარებადი კავშირი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა უფრო იზრდება. მეორე მხრივ, ჩვენი საჭიროება ჩვენს მოქიშპე ქვეყნებს აჩვენებს იმას, რომ საქართველო ორგანულია ნატო-ს ქვეყნებისათვის. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ამ ეტაპზე შენარჩუნებულია და მუდმივად განვითარების რეჟიმშია.
აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს საზღვრები იმ ქვეყნებისათვის, თუ ქვეყნისათვის, რომლისთვისაც საქართველოს საზღვრები არაფრად ღირს, იყოს მესიჯი. და მათთვის საზღვრები უფრო ხილული გახდეს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია", - აცხადებს გამზარდია.