logo_geo
eng_logo
CNN: მსოფლიოში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს და ეს ტენდენცია უკვე მეოთხე კვირაა ნარჩუნდება
- +

10 თებერვალი. 2021. 11:56

 

 

მსოფლიოში, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს და ეს ტენდენცია უკვე მეოთხე კვირაა ნარჩუნდება. ინფორმაციას CNN, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გასულ კვირას მსოფლიოში კოვიდ-19-ის 3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით 17% -ით ნაკლებია და ასევე ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ბოლო კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 19პროცენტით იკლო. 22 პროცენტით იკლო ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა აფრიკაში.

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდ-19-ის 105 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია ორ მილიონზე მეტი ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner