დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სავარაუდოდ, 5-მა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი და გარდაცვლილი პირები ძმები არიან.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.