ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მწერალთა სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
1952 წელს აშენებული თეატრის ფასადი 2008 წელს განახლდა. თუმცა, ძირეული სამუშაოები წელს პირველად მიმდინარეობს.
სამუშაოების ხელმძღვანელი კომპანია "ატუს" წარმომადგენლის განმარტებით, მწერალთა სახლის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო განახლებულ დრამატულ თეატრში წარმოდგენები 2017 წლის ბოლოსთვის დაიდგმება.
თეატრის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ ლარს აჭარბებს, მწერალთა სახლის ხარჯთაღრიცხვამ კი 720 ათასი ლარი შეადგინა.