გაძლიერდება თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პოტენციალი ვარშავის სამიტის შემდეგ? - „რეზონანსის" კითხვას პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პასუხობს:
„მგონია, რომ რაღაც გაუმჯობესება თავდაცვის თვალსაზრისით, იქნება. დასავლეთისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ვეპოტინები და თითოეულ სიტყვას ჰაერში ვიჭერ, ოღონდ ამათ რამე თქვან დასავლეთისკენ მიმართული. ბედნიერი ვარ თითოეული სიტყვით, რომელიც დასავლეთისა და საქართველოს მყარი ურთიერთობისკენაა მიმართული.
როგორც კი თავდაცვის პოტენციალი გაძლიერდება, თავისთავად გაუმჯობესდება ინვესტიციები, ეს ორი რამ ერთმანეთთან გადაბმულია, იცით, რატომ? როდესაც შენ სამხედრო თავდაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში სიმყარე გაქვს, ამას ინვესტიციები მოაქვს. ინვესტორი თამამი ხდება იმ ქვეყანაში, სადაც თავდაცვისუნარიანობა მყარია. ეს მარტივი ლოგიკაა", - აცხადებს ჩარკვიანი.