logo_geo
eng_logo
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, უკრაინის ორი მოქალაქე და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი პატიმრობაში დატოვა
- +

10 თებერვალი. 2021. 17:22

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო.

 

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავებულების ახლობლებმა გააპროტესტეს და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვეს.

 

როგორც პროკურორები აცხადებენ, ბრალდებულების ქცევიდან გამომდინარე მიმალვის საფრთხე არსებობს, მათ დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

 

„28 ნოემბერს დაკავება მოხდა. ბრალდებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს. საქართველოდან მიმალვის საფრთხე უკიდურესად დიდია. გათავისუფლების შემთხვევაში მართლმსაჯულებას თავს აარიდებენ. ჩვენ დაცვის მხარიდან მტკიცებულება არ მიგვიღია, მათ საქმეში ახალი გარემოება არ წარმოუდგენიათ", - აცხადებს ბრალდების მხარე.

 

დაცვის მხარე, ადვოკატი ბექა ბასილაია დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან მიაჩნია, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებული და კანონიერად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

 

ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრის განცხადებით, პროკურატურა დაკავებულების მიმართ ვარაუდებით საუბრობს და საქმე შეკერილია.

 

„სასამართლოზე ვისმენ გონივრულ ეჭვს მიღმა ვარაუდს. მესმის, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ბატონი პროკურორები გონივრული ეჭვებითა და ვარაუდებით საუბრობენ. ეს საქმე შეკერილია და ცდილობენ აჟიოტაჟი შექმნან. ვარაუდების გარდა თუ არის რაიმე დამავალებთ",- მიმართა სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრმა მიხეილ ბატურინმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner