საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მოძვში, ქვემოხევში, ქორეთსა და კალვათში სასმელი წყლის სისტემისათვის მაგისტრალური ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
პროექტი, რომელსაც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, გარდამავალია, გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
სასმელი წყლის სისტემის გამართვის შემდეგ უწყვეტ წყალმომარაგებას მიიღებს სოფელ მოძვის 405, სოფელ ქვემოხევის - 65, სოფლების ქორეთისა და კალვათის - 955 ოჯახი.