logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციას: გვარამია გეუბნებათ, საცივში გაქვთ თავი ჩაყოფილი, ამოყავითო და ვერავინ შეეპასუხა
- +

10 თებერვალი. 2021. 18:26

 

 

„ნიკა მელიასთან და გირაოსთან დაკავშირებით, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია: ვინმე უნდა „ჩაჯდეს“, რომ იქნებ, დასავლეთის სიმპათია ცოტა შენელდეს და შენიშვნა თქვას. ის ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ იქნებ, როგორმე ციხეში მოხვდეს და აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ თითი დაგვიქნიოს“, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

გიორგი ვოლსკიმ რადიკალური ოპოზიციის ქმედებებში ნიკა გვარამიას ფაქტორზეც ისაუბრა.

 

„რა ღირსებაზე მელაპარაკები, როცა ამხელა კაცი ზიხარ და გვარამია გეუბნება, საცივში გაქვს თავი ჩაყოფილი, ამოყავი თავი, მიმოიხედე, ღომი და ყველი თუ გიდევთ, რას შვრებით ამ პოლიტიკურ თემაშიო, ვერავინ შეეპასუხა. ერთმა უპასუხა, ამოვყავიო. ამ სიტუაციაში, მელია არის შემავსებელი ფაქტორი, ინტელექტუალური ნაწილის, რომელსაც გვარამია წარმოადგენს და რომელიც არ არის ტელევიზიის ხელმძღვანელი. ისაა პოლიტიკური ლიდერი და მეორე - „შტრუმავიკების“ ბრიგადის ხელმძღვანელი, ზონდერ-ბრიგადა მელიას ხელმძღვანელობით. ჩანს, რაც ხდება პოლიტიკურ დაფაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner