logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა მელია ტყუის, გირაოს გადასახდელად არანაირი სპეციალური კოდი არაა საჭირო
- +

10 თებერვალი. 2021. 18:28

 

 

„არანაირი სპეციალური ნებართვა და სპეციალური კოდი ბრალდებულისაგან ან მისი ადვოკატისგან საჭირო არაა, ამიტომ თუ აღმოჩნდება ისე, რომ ნიკანორ მელიას გირაოსთვის თანხა იქნება შეტანილი, ამ თანხასთან არანაირი კავშირი არ ექნება სხვას, თუ არა თვით ნიკამორ მელიას ან პირდაპირ, ან ირიბად“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„რაც შეეხება მელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე ვერ მოხერხდება გირაოს შეტანა ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ზოგადად არსებობს სახელმწიფო ხაზინაზე გახსნილი ანგარიში, სადაც იმ ბრალდებულისათვის, ვისაც გირაო აქვს შეფარდებული, თავისუფლად ხდება თანხის გადარიცხვა და ასეთი ფაქტები მომხდარა ადრეც, როდესაც გვარამიასთან დაკავშირებით ვიღაცებმა გადარიცხეს ფული. იგივე იყო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შემთხვევაში, როდესაც თითქოსდა ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადარიცხეს თანხა. არანაირი სპეციალური ნებართვა და სპეციალური კოდი ბრალდებულისაგან ან მისი ადვოკატისგან საჭირო არაა, ამიტომ თუ აღმოჩნდება ისე, რომ ნიკანორ მელიას გირაოსთვის თანხა იქნება შეტანილი, ამ თანხასთან არანაირი კავშირი არ ექნება სხვას თუ არა თვით ნიკამორ მელიას ან პირდაპირ ან ირიბად. მას უნდა, რომ ყველაფერი ეს უკვე წინასწარ დაგეგმოს ისე, რომ ის არის მებრძოლი ქარის წისქვილებთან და ხელისუფლება უხდის აქეთ ფულს. ასე რომ, ამ განცხადებაში კიდევ ერთხელ არის ჩვეულებრივი ტყუილი ჩადებული, ისევე როგორც გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით იყო მთელი ეს კამპანია ტყუილზე აგებული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუკი ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის გირაოს თანხას, ეს იქნება ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია, ვინაიდან გირაოს გადასახდელად აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე ან მის ადვოკატზე გასცემს, მას ან მის ადვოკატს კი ასეთი კოდი არ მოუთხოვიათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner