logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ყველანაირ კანონს, ყველანაირ წესს თავზე გადაახტეს
- +

10 თებერვალი. 2021. 19:42

 

 

„ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მოხვედრილია ტურბულენტურ სიტუაციაში, როდესაც დიდი ძალები ერთმანეთს უპირისპირდება“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომოანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ყველაფერი ვიცით, ყველაფერი ხელის გულზეა - სააკაშვილმა გაიარა ეს ხაზი და გადაწყვიტა, რომ ყველანაირ კანონს, ყველანაირ წესს გადაახტეს თავზე, გადაამტვრიოს ყველაფერი და თავის პოლიტიკის გასატარებლად რეპრესიები დაიწყოს.

ეს ასეთი ადვილი, ხელწამოსაკრავი თემა არ არის. თუ ინტერესები ემთხვევა, ეს არ ნიშნავს, რომ კრემლი ურეკავს და დავალებას აძლევს, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ.

რატომ არ იჭერთ, ეს არის მთავარი შეკითხვა.

ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მოხვედრილია ამ ტურბულენტურ სიტუაციაში, როდესაც დიდი ძალები ერთმანეთს უპირისპირდება, როდესაც ასეთი დრამატული მოვლენების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებში შეიცვალა ხელისუფლება, როდესაც ევროკავშირი ამ პანდემიით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩვენ ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მთელი დასტა გვაქვს, რომელიც შესაძლოა, ისეთი მიმართულებით განვითარდეს, რომ ახალგაზრდა თაობა, მთლიანად ქვეყანა დაზიანდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner