"კლასიკური გაგებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის. ჩემი აზრით, კრიზისი, საბედნიეროდ, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„კრიზისი კლასიკური გაგებით რომ გვქონდეს, მაშინ პარლამენტი ვერ იფუნქციონირებდა და ძალიან ცუდი მდგომარეობა გვექნებოდა, რისი სურვილიც ჰქონდა ოპოზიციას და საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს,"- აღნიშნა მდინარაძემ.