რუსული მედია იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ ქვეყანა დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.
გავრცელებული ინფორმაციით, იულია ნავალნაია „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან ფრანკფურტში გაფრინდა.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.