logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მთავარი მტკიცებულება იმის, რომ ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში საბოტაჟია, არის ის, რომ განცხადებების დაწერამდე მათ პარტიული სიები ჩახსნეს
- +

10 თებერვალი. 2021. 21:38

 

 

„მთავარი მტკიცებულება იმის, რომ ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში საბოტაჟია, არის ის, რომ სანამ განცხადებებს დაწერდნენ, მათ ჩახსნეს თავიანთი პარტიული სიები. ეს იყო გადაწყვეტილება, არა კონკრეტული პირის ნების გამოვლენა, არამედ ზოგადი გადაწყვეტილება პოლიტიკური საბოტაჟისათვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ერთადერთი გამონაკლისი იყო ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა, როდესაც არ იყო ჩახსნილი სიები და ისინი ახლა ფიქრობენ, რომ საბოტაჟის მამტკიცებელ არგუმენტებს ერთით ამცირებს.

ამიტომ გადაწყდა, დარწმუნებული ვარ, გაშიფრულია ეს სვლაც. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო, რადგან 51 დეპუტატიდან, რომელმაც დაწერა განცხადება, ერთადერთი იყო ზურაბ ჯაფარიძე, რომლის პარტიასაც დანარჩენი სიის წევრები ჩახსნილი არ ჰყავდა. ისინი ფიქრობენ, რომ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებად, რომელსაც არ მოჰყვა პარლამენტის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილება, დაამტკიცებენ უფრო ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში, ვიდრე სხვა შემთხვევაში, სადაც სიები ჩახსნილია. ამიტომ, ამ სვლით თავად აღიარეს, რომ ეს არის საბოტაჟი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner