logo_geo
eng_logo
Twitter-ში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს ანგარიშზე წვდომას არასდროს აღუდგენენ
- +

10 თებერვალი. 2021. 22:35

 

 

სოციალური ქსელი Twitter-ის მთავარი ფინანსური დირექტორის, ნედ სეგალის განცხადებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშზე წვდომას არასდროს აღუდგენენ.

 

„ჩვენი პოლიტიკა ის არის, რომ თუ ვინმე პლატფორმიდან წავშალეთ, ეს ნიშნავს, რომ ის წაშლილია, იქნება ეს კომენტატორი, ფინანსისტი თუ ყოფილი სახელმწიფო მოხელე“, - განაცხადა Twitter-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა.

 

ნედ სეგალის თქმით, სოციალური ქსელი Twitter-ის წესები ისეა მოწყობილი, რომ არავის ეძლევა ძალადობის წაქეზების უფლება.

 

„დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაიბლოკა და ახლა ის არაფრით განსხვავდება სხვა ყოფილი სახელმწიფო მოხელეებისგან“, - განაცხადა მან.

 

9 იანვარს, სოციალური ქსელი Twitter-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner