კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ინფორმაციით, წინა ხელისუფლება ჩეჩენ ბოევიკებს საკუთარი მიზნებისთვის ხშირად იყენებდა.
„კოდორის ხეობაში ხმაური სჭირდებათ. ამისთვის ხდებოდა ის ყველაფერი, რაც ხდებოდა... ალასანიამ რომ კოდორი ჩაიბარა, ორი წელი ფეხი არ შემიდგია იქ. როდესაც შევედი ადამიანებს, ჩემს მეომრებს არაფერი არ სჯეროდათ ჩემი. გაოგნებული ვიყავი.... იმ დონეზე ჰყავდათ დაჯერებული ისინი, რომ მე მართალი კაცი არ ვიყავი. ალასანია იმ დროს იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მან გააუქმა გუბერნია იმის გამო, რომ ის ადგილობრივებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც არ დათმობდნენ კოდორს. ისინი ჩაანაცვლეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებით, რომლებიც ბრძანებას შეასრულებდნენ და მიატოვებდნენ კოდორს, როგორც მიატოვეს გაგრა. მე ვამბობ, ჩეჩენი ბოევიკები რომ შემომიყვანეს კოდორში, მაგას კურირებდა ალასანია. დამიჯდეს ნებისმიერ დროს და ამას დავუმტკიცებ. ის 1999 წლიდან კურირებდა კოდორის ხეობას და ანტიტერორისტულ ცენტრს, 1999 წლიდან რაც დაიწყო საქართველოში, ყველას გვახსოვს. როდის ააფეთქეს დავით თევზაძის ძმა? დღემდე გამოუძიებელია, რატომ? თვითონ აკეთებდნენ ყველაფერს და იმიტომ...", - აღნიშნა კვიციანმა „პალიტრანიუსის" ეთერში.