მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „ობიექტივის" ეთერში ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს ქართველი კოლეგის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს ომამდე ჰქონდა.
„ჯორჯ ბუშს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს ომამდე ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ის იყო დასავლური განათლების მქონე ახალგაზრდა, რომელიც ქვეყნის წინსვლას შეუწყობდა ხელს, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საომარი ვითარებები დაიწყო, ამერიკის პრეზიდენტმა მის მიმართ განწყობადამოკიდებულება შეიცვალა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ურჩია, თბილისში არ ჩამოსულიყო, რადგან შიშობდა, რომ მის ჩამოსვლამდე სააკაშვილის არაპროგნოზირებადი ქმედებები ქვეყანაში რუსული ტანკების შემოყვანას განაპირობებდა", - განაცხადა მამრაძემ.