logo_geo
eng_logo
ჯანმო: კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება ახალ პანდემიას არ გამოიწვევს
- +

11 თებერვალი. 2021. 12:37

 

კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება ახალ პანდემიას არ გამოიწვევს. ამის შესახებ გამოცემა „El Pais“-თან ინტერვიუში ჯანმო-ს ევროპული რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

 

„კორონავირუსის ახალი ვარიანტები გვახსენებს, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია. თუმცა ეს არის არა ახალი ვირუსი, არამედ ნებისმიერი პათოგენის ნორმალური ევოლუცია. ეს არ არის ახალი პანდემიის დასაწყისი, თუმცა ყველას სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან ახალ შტამებს რეინფიცირება და ვირუსის უფრო სწრაფი გავრცელება შეუძლია, რაც ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას გაზრდის. გარდა ამისა, ახალი შტამები, შესაძლოა ვაქცინების ეფექტურობაზეც აისახოს. ასე იყო ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაშიც. ამიტომ შეიძლება გამოჩნდეს კორონავირუსის ვარიანტები, რომლებსაც განსხვავებული ვაქცინა დასჭირდება“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/186098/janmo-koronavirusis-akhali-variantebis-gavrtseleba-akhal-pandemias-ar-gamoitsvevs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner