logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი თინა ხიდაშელის გადადგომას გამორიცხავს
- +

3 მარტი. 2016. 23:15


 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა.


კითხვაზე, პრემიერთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი, თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ამ თემაზე შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.


როცა პარტიებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზეა საუბარი, როგორ შეიძლება, თავდაცვის მინისტრის გადაგომაზეც ყოფილიყო საუბარი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით „რესპუბლიკური პარტია" „ქართული ოცნების" სტრატეგიულ პარტნიორად რჩება:


"რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში, - განაცხადა  უსუფაშვილმა.



აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner