logo_geo
eng_logo
ლატვიაში მაღალი თანამდებობის პირებისა და ყოფილი პრეზიდენტების ვაქცინაცია დაიწყო
- +

11 თებერვალი. 2021. 15:29

 

ლატვიაში დაიწყო ყოფილი პრეზიდენტებისა და იმ მაღალი თანამდებობის პირების ვაქცინაცია, რომელთა მუშაობაც ხელისუფლების ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველყოფას უკავშირდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობა საჭიროდ თვლის, რომ საჯარო პირები ვაქცინაციის ადრეულ ეტაპზე აიცრნენ, რათა ამით საზოგადოების სხვა წევრებს მისცენ მაგალითი. ვაქცინაციას გაივლიან ლატვიის ყოფილი პრეზიდენტებიც, რათა ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას გაუსვან ხაზი.

 

კერძოდ, დღეს ვაქცინაციას გაივლიან პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში, ექს-პრეზიდენტები გუნტის ულმანისი, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა, ანდრის ბერზინში და ვალდის ზატლერსი, სეიმის თავმჯდომარის მოადგილეები დაგმარა ბეიტნერე-ლე გალი და ინესე ლიბინა-ეგნერა, საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი და სეიმის საგარეო საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი რიხარდ კოლსი. ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი 12 თებერვალს, სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე კი მომავალ კვირაში აიცრება.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/186152/latviashi-magali-tanamdebobis-pirebisa-da-kopili-prezidentebis-vaqtsinatsia-daitsko

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner