„დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება 4 კონსტიტუციურ სარჩელზე“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მხარეები სასამართლოში ასაჩივრებდნენ პარლამენტის მიერ მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირებას, რომელიც მოიცავდა კორონავირუსის პანდემიის სამართავად საკარანტინო წესების დადგენას.
ბექა დოჭვირის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მოქმედებდნენ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
„დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება 4 კონსტიტუციურ სარჩელზე.
მხარეები სასამართლოში ასაჩივრებდნენ პარლამენტის მიერ მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირებას, რომელიც მოიცავდა კორონავირუსის პანდემიის სამართავად საკარანტინო წესების დადგენას.
საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის გავრცელების პრევენციისათვის განისაზღვრა მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა და ასევე დაწესდა კარანტინისა და იზოლაციის წესები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული რეგულაციები სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მოქმედებდნენ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.