logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: დიდგორზე ყრილობის ჩატარება ყოველგვარ ზღვარს სცილდება!
- +

8 ივლისი. 2016. 10:41



მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდგორზე ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა. მამრაძის თქმით, ეს იდეა ისევე სცილდება ყოველგვარ ზღვარს, როგორც სააკაშვილის ფსიქოპათია და განდიდების მანია.

 

„დიდგორზე ყრილობის ჩატარება, როგორც ვიცი, მხოლოდ სააკაშვილის ინიციატივაა. დიდად საგულისხმოა, რომ ასეთი ზებუნებრივი უტიფრობის მქონე ადამიანი, თვითონ პანიკიორი და ლაჩარი, რომელიც სამარცხვინოდ გაიქცა გორში და საქართველოს მთელი მსოფლიოს წინაშე მოსჭრა თავი, ბედავს იმას, რომ თავის თავს აღიქვამს დავით აღმაშენებლის ტოლ კაცად და უნდა, მიმართოს ერს დიდგორიდან. ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება! ისევე, როგორც ყოველგვარ ზღვარს სცილდება სააკაშვილის ფსიქოპათია და განდიდების მანია. რა თქმა უნდა, არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობიდან" არავის არ აქვს ამის უფლება. როგორც ვიცი, სააკაშვილის მორიგი ინიციატივა გუნდმა არ აიტაცა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner