logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: თუკი ადამიანი თავს პოლიტიკოსად თვლის, მისი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ კანონების შესრულებას ხელი შეუწყოს
- +

11 თებერვალი. 2021. 22:19

 

„ყველა უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის“, - განაცხადა  ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ნიკა მელიას მისამართით.

 

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

 

„როდესაც შენ ერთის მხრივ, ეყრდნობი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მეორე შემთხვევაში არ გჯერა სასამართლოსი, ეს ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების მცდელობაა. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი თავს პოლიტიკოსად თვლის, მისი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ კანონების შესრულებას ხელი შეუწყოს.

მით უმეტეს, თუკი მას პერსპექტივაში წარმოუდგენია, რომ ოდესმე შესაძლოა ხელისუფლებაში მოვიდეს“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner