logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციის ყველაზე ხისტი და რადიკალური ნაწილი უფრო მეტად აღმოჩნდა მარგინალიზებული და დაშლის პირას
- +

11 თებერვალი. 2021. 23:17

 

„ოპოზიციის ყველაზე ხისტი და რადიკალური ნაწილი უფრო მეტად აღმოჩნდა მარგინალიზებული და დაშლის პირას“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ტვ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია საღი აზრი და არ ეშინია რადიკალების მხრიდან დაშინების, ვფიქრობ, უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც უკვე გადადგა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა.

 

„ოპოზიციის ყველაზე ხისტი და რადიკალური ნაწილი უფრო მეტად აღმოჩნდა მარგინალიზებული და დაშლის პირას.

შესაბამისად, იმ ნაწილმა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია საღი აზრი და არ ეშინია რადიკალების მხრიდან დაშინების, ვფიქრობ, უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც უკვე გადადგა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა.

დარწმუნებული ვარ, „მოქალაქეების“, ალეკო ელისაშვილისა და სხვების, რომლებიც შედარებით გონივრულ პოზიციებზე დგანან, პოლიტიკური რეიტინგები და პოპულარობა დღეს ალბათ, გაცილებით მეტად არის გაზრდილი.

 ვიცით, ალეკო ელისაშვილის 1, 33%-იანი მხარდაჭერა, რომელიც მან არჩევნებში დაუღალავი შრომით მიიღო, მაგრამ, პირობითად ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, დარწმუნებული ვარ ალეკო ელისაშვილი და მისი თანამოაზრეები გაცილებით მეტ ხმას მიიღებენ, ვიდრე მაგალითად „ლელო“ და სხვა რომელიმე მსგავსი პარტია.

 

ძალიან საინტერესო იყო ამ მხრივ NDI-ის ბოლო კვლევა.

ჩემი კოლეგების მსგავსად მეც მაქვს კითხვის ნიშნები, როდესაც კვლევის შედეგები ქვეყნდება, განსაკუთრებით ზუსტი რიცხვების მიმართ, მაგრამ NDI-ის კვლევები ტენდენციებს მეტ ნაკლებად სწორად ასახავს და ის ტენდენცია, რომ ოპოზიციის რეიტინგი ფაქტობრივად განულებულია და ძალიან სწრაფად ეცემა, ნათელია, თანაც იმის ფონზე, როდესაც პარლამენტის, პრემიერის, მთავრობის პოპულარობა ხალხში მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner