logo_geo
eng_logo
დალასში საპროტესტო აქციის დროს ოთხი პოლიციელი მოკლეს
- +

8 ივლისი. 2016. 10:57


აშშ-ში, დალასში საპროტესტო აქციის დროს, ოთხი პოლიციელი მოკლეს. დაშავდა შვიდი სამართალდამცავი, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.



მოქალაქეები სამართალდამცავების მიერ ორი შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ. ფილანდო კასტილე მინესოტაში, ხოლო ელტონ სტერლინგი პოლიციელებმა ლუიზიანაში მოკლეს.



დალასის პოლიციის უფროსის განცხადებით, ორმა პირმა 11 სამართალდამცავს ესროლა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე თავად ჩაბარდა პოლიციას. მიმდინარეობს გამოძიება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner