logo_geo
eng_logo
უფლისციხის ახალი გზა ტურისტულ პოტენციალს გაზრდის
- +

3 მარტი. 2016. 23:18



ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხემდე მისასვლელი შემოვლითი გზა დაზიანებულია.


ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს.


გორი-კასპის სარაინოთაშორისო ავტომაგისტრალის გადასახვევიდან ტურისტები ისტორიულ ქალაქამდე იმაზე უფრო მოხერხებულად ჩავლენ, ვიდრე დღეს არსებული მარშრუტია.


სარაინოთაშორისო გზა კი კასპის მუნიციპალიტეტის კულტურულ ძეგლებს და ისტორიულ ხეობებს აკავშირებს.


თეძმის ხეობის დათვალიერების შემდეგ ტურისტებს, აღნიშნული მოკლე გზით, უფლისციხის მონახულება, შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, ამავე გზით, ატენის ხეობაში მოხვედრა შეეძლებათ.


ჯერჯერობით, ეს პროექტი არც გორის და არც კასპის კულტურის დაწესებულებებში არ განიხილება. ამის შესახებ ოფიციალური სტრატეგია არც ერთ მუნიციპალიტეტს აქვს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თანხები არც ერთი რაიონის ბიუჯეტში გვხვდება.


ტერიტორია კასპისა და გორის მუნიციპალიტეტის მიჯნაზე მდებარეობს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner