logo_geo
eng_logo
ქრთამის აღების ფაქტზე განათლების სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის თანამშრომელი დააკავეს
- +

8 ივლისი. 2016. 11:04



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო-საპროექტო სამსახურის მენეჯერი დავით მაღრაძე დააკავა.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ერთ-ერთ მეწარმეს, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაზე ადრე მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. დავით მაღრაძე საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების დროს დააკავა.



საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner