logo_geo
eng_logo
იაპონიაში მარტოობის მინისტრი დანიშნეს
- +

12 თებერვალი. 2021. 12:01

 

 

იაპონიას მარტოობის მინისტრი ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ რეგიონული განვითარების მინისტრს ტაცუსი მაკამოტოს მარტოობის მინისტრის მოვალეობებიც შეუთავსა. მსგავსი თანამდებობა იაპონიის მთავრობაში პირველად გაჩნდა. მინისტრი მარტოხელა ადამიანების პრობლემებსა და მათ გადაჭრაზეა პასუხისმგებელი.

 

„ამ დანიშვნის მიზანი იმ საზოგადობრივი პრობლემების გადაჭრაა, რომელიც ჩნდება მოხუცებული ადამიანებთან და შობადობის შემცირებასთან დაკავშირებით. აქვე შედის თვითმკვლელობის პრობლემები, პირველ რიგში ქალებსა და ახალგაზრდებს შორის",- განაცხადა მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ.

 

მარტოხელა და მარტოსული ადამიანების პრობლემა იაპონიაში კორონაპანდემიის დროს განსაკუთრებით გამწვავდა, რამაც თვითმკვლელობის შემთხვევების დრამატული ზრდა გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner