logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე განხორციელდეს ზეწოლა ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით
- +

12 თებერვალი. 2021. 12:19

 

 

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე განხორციელდეს ზეწოლა ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით“,- ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნაა, რომ ზაზა გახელაძე დაუყონებლივ გათავისუფლდეს.

 

„ზაზა გახელაძე არის უკანონო პატიმარი, ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, ასეთია მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე განხორციელდეს ზეწოლა ზაზა გახელაძის და უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების მიზნით,"- განაცხადა ბერაიამ.

 

ცნობისათვის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ეუთო-ში აშშ-ის მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს განაჩენი საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებისა და ექსპლუატაციისკენ მიმართული რუსეთის მცდელობის კიდევ ერთი მაგალითია. მომხდარს გამოეხმაურა ასევე, ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია. დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა მიურეიმ ეუთოს მუდმივ საბჭოში დიდი ბრიტანეთის სახელით შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გამო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner